ცხადდება კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოადგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 13 მაისიდან - 19 მაისის ჩათვლით. განაცხადის შევსება განხორციელდება ელექტრონულად, დოკუმენტები კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ მეილზე humanities@tsu.ge
კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა მეილზე ერთ შეტყობინებად უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადების ფორმა (გამოგზავნეთ ვორდის ფაილი);
2. პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფილი);
3. საბანკო ანგარიშის ამონაწერი (pdf ფილი);
4. შესაბამისი აქტივობების დამდასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) (pdf ფაილი, შესაბამისად 1 დოკუმენტი 1 ფაილი);
5. სოციალურად მოწყვლად ჯგუფში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 21 მაისს (პირის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება წინასწარ მონიჭებული კოდის მიხედვით, რომელსაც მიიღებთ მეილზე განაცხადის გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში)
აპელაციის შემოტანა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად 22 მაისს 13:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: humanities@tsu.ge
- კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!
- დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!
- პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!
იხილეთ სტიპენდიის მინიჭების წესი;
ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.